კარლ ვილჰელმი (ანჰალტ-ცერბსტის მთავარი)
იერსახე
კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი | |
---|---|
Karl Wilhelm von Anhalt-Zerbst | |
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1667 |
მმართ. დასასრული: | 1718 |
წინამორბედი: | იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
მემკვიდრე: | იოჰან ავგუსტ ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 ოქტომბერი 1652 |
დაბ. ადგილი: | ცერბსტი |
გარდ. თარიღი: | 3 ნოემბერი 1718 |
გარდ. ადგილი: | ცერბსტი |
მეუღლე: | სოფია ფონ საქსენ-ვაიზენფელსი |
შვილები: |
იოჰან ავგუსტი მაგდალენა ავგუსტა |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | იოჰან VI ფონ ანჰალტ-ცერბსტი |
დედა: | სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი |
კარლ ვილჰელმ ფონ ანჰალტ-ცერბსტი (გერმ. Karl Wilhelm von Anhalt-Zerbst) — ანჰალტ-ცერბსტის მთავარი 1667—1718 წლებში, ასკანიების გვარის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ვილჰელმი იყო მთავარ იოჰან VI-ისა და მისი მეუღლის, სოფია ავგუსტას, ჰერცოგ ფრიდრიხ III ფონ ჰოლშტაინ-ჰოტორპის ქალიშვილის მესამე შვილი. მამის გარდაცვალების დროს კარლ ვილჰელმი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც 1667—1674 წლებში მისი რეგენტი იყო დედამისი ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ VI-სთან და ანჰალტ-დესაუს მთავარ იოჰან გეორგ II-სთან ერთად.
კარლ ვილჰელმმა დააარსა ცერბსტის ციხესიმაგრე და ლუთერანული წმინდა სამების ეკლესია.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1676 წლის 18 ივნისს, გალში, კარლ ვილჰელმი დაქორწინდა სოფია ფონ საქსენ-ვაისენფელსზე, ჰერცოგ ავგუსტის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან დაიბადნენ:
- იოჰან ავგუსტი (1677—1742), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი, დაქორწინდა პრინცესა ფრედერიკა ფონ საქსენ-გოტა-ალთენბურგზე (1675—1709), შემდეგ _ პრინცესა ჰედვიგა ფრედერიკა ფონ ვიურტემბერ-ვაილთინგენზე (1691—1752)
- კარლ ფრიდრიხი (1678—1693)
- მაგდალენა ავგუსტა (1679—1740), დაქორწინდა საქსენ-გოტა-ალთენბურგის ჰერცოგ ფრიდრიხ II-ზე (1676—1732)